ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 11 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენს.

აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა. მათთან გასაუბრება კომიტეტის ფარლებში 11 თებერვალს გაიმართება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადა 6 წელია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად შეიქმნა. ამასთან, ცალკე სახელმწიფო ორგანოდ ჩამოყალიბდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო