გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს 13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში სტალინის, რუსთაველის, ფარნავაზის, ბუხაიძის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე დუშეთის რაიონის სოფლებში: კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, მთვარელიანი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

ასევე, 14:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - წოდორეთი, მსხალდიდი, ზემო ლისი, ტაბარუკი და მიმდებარე სოფლებში.

15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვემო აში, თანიანთკარი, ყვავილი, მეზვრიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო