ანა ნაცვლიშვილი - არაჯანსაღი დამოკიდებულება გაუჩნდათ ძალაუფლების მიმართ, ამის დემონსტრირებაა ირაკლი კობახიძის განცხადება - პანიკაში აგდებთ იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს ძალაუფლება აღარ ექნებათ

არაჯანსაღი დამოკიდებულება გაუჩნდათ ძალაუფლების მიმართ, ამის დემონსტრირებაა ირაკლი კობახიძის განცხადება - პანიკაში აგდებთ იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს აღარ ექნებათ ძალაუფლება,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლისთვის გადაიწიოს.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" არ მიიღებს საკონსტიტიციო ცვლილებებს, ხომ არ გადაინაცვლებს ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში, ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ პოლიტიკური პროცესი განვითარდება მოვლენების ადეკვატურად და "ხელოვნურად ვერც სიმშვიდე შენარჩუნდება და ვერც ტემპერატურა აიწევა".

"ქართულ ოცნებას" ეშინია ნებისმიერი ფანჯრის, რომელიც მისი ძალაუფლების დასრულებას მოაახლოვებს, მაგრამ გარდაუვალია, რომ მათ მოუწევთ ძალაუფლებასთან დამშვიდობება. რაც უფრო მალე მოემზადებიან ამისთვის, მათთვისვე იქნება უკეთესი. ცხადია, როცა ოპოზიციაში გადავლენ, ჩვენ ისე არ მოვქეცევით, როგორც თავად ექცევიან ოპოზიციას, მაგრამ უნდა შეეგუონ ფსიქოლოგიურად,რომ მოუწევთ ძალაუფლების დათმობა,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ტრაგედიაა, როცა ქვეყნისთვის მძიმე ვითარებაში ხელისუფლება ოპოზიციაზე საუბრობს და არა პრობლემების მოგვარების გზებზე.

"ამ ქვეყნის ტრაგედიაა, როცა ხელისუფლებაში მყოფი ძალა ნაცვლად იმისა, რომ იმაზე ფიქრობდეს და საუბრობდეს, ქვეყანა ამოიყვანოს უმძიმესი სოციალურ- ეკონომიკური კრიზისიდან, ნაცვლად სახელმწიფოზე საუბრისა, მუდმივად ლაპარაკობდეს ოპოზიციაზე და თანაც საუბრობდეს მათ გაქრობა-განადგურებაზე. ეს ადასტურებს, რომ მათ სახელმწიფო ძალაუფლება, რომელიც სრულიად დაუმსახურებლად ჩაუვარდათ ხელში, ვერ აცნობიერებენ რამხელა პასუხისმგებლობაა მათზე, მუდმივად ცდილოვენ კინკლაობის რეჟიმი შეინარჩუნონ,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა