პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი - ინსპექტორის სამსახურის გაყოფა მნიშვნელოვანია, რათა ორივე სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხი ამაღლდეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატის­ ლელა ჯანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფა მნიშვნელოვანია, რათა ორივე სამსახურის დამოუკიდებლობისა და ნეიტრალიტეტის ხარისხი ამაღლდეს.

ამასთან, როგორც კანდიდატმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ ფუნქციას შორის წინააღმდეგობას მაშინაც ხედავდა, როდესაც ეს სამსახური შეიქმნა.

„2018 წელს, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით, სკეპტიკური მოსაზრება გამიჩნდა აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩემი მოსაზრება დაემთხვა მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებას. ისინი ერთი სამსახურის ქვეშ ამ ორი მნიშვნელოვანი ფუნქციის გაერთიანებაში გარკვეულ რისკს ხედავდნენ. პირველი ეს იყო ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მთავარი ფუნქციაა, რომ განახორციელოს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კანონიერების კონტროლი და მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებანი და მეორე ფუნქცია, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ენიჭებოდა გახლდათ ის, რომ მას გამოძიება უნდა წარემართა. როდესაც პერსონალური დაცვის კანონიერებასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა სამსახურს აქვს გარკვეული ტიპის უფლებამოსილებანი, რომ შეამოწმოს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით სამართალდამცავ ორგანოთა და მათ შორის პროკურატურის ორგანოთა საქმიანობა და მეორე მხრივ წარმართავს გამოძიებას გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ მას არ აქვს გამოძიებაზე პროცესუალური ზედამხედველობის ფუნქცია (ეს ფუნქცია სრულად არის პროკურატურის ხელში), ეს წინააღმდეგობა დავინახე. ჩემი აზრი დაემთხვა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის განცხადებასაც. იყო ერთგვარი საფრთხე, რომ ერთი მხრივ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც ახორციელებს კანონიერების დაცვას პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, მათ შორის პროკურატურის ორგანოებში და მეორე მხრივ პროკურატურის ორგანოები მას უწევენ პროცესუალურ ზედამხედველობას საგამოძიებო პროცესის წარმართვაზე. ეს გაყოფა მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ამაღლდეს ორივე სამსახურის, ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ნეიტრალიტეტის ხარისხი“,- განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს ლელა ჯანაშვილს უსმენს. დღესვე კომიტეტზე, დეპუტატებს კითხვებს უპასუხებს კიდევ ერთი კანდიდატი თამარ ალფაიძე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს