აპექს ლისი area.ge-ს ექსკლუზიური პარტნიორი გახდა

area.ge-ს ექსკლუზიურ პარტნიორთა სიას კიდევ ერთი დეველოპერული პროექტი - აპექს ლისი - შეემატა. „აპექს ლისი“ აპექს დეველოპმენტის პროექტია, რომლის მშენებლობაც ლისის ტბასთან ძალიან ახლოს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად ლოკაციაზე მიმდინარეობს.

აპექს დეველოპმენტი 2013 წელს დაარსდა და მის სახელს უკავშირდება 9 დასრულებული და 3 მიმდინარე პროექტი. კომპანია ორიენტირებულია კომფორტული, მაღალი ხარისხის და ამავდროულად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე, რომელიც მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის საჭიროებებს.

„აპექს ლისი“ ეკოლოგიურად სუფთა ადგილმდებარეობით და მშენებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. პროექტი მოიცავს 4 საცხოვრებელ ბლოკს და აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ბლოკიდან იშლება საუცხოო ხედი თბილისზე.

„აპექს ლისში“ ბინები თეთრი კარკასის კონდიციით ბარდება. კომპანია მომხმარებლებს მოქნილ გადახდის პირობებს სთავაზობს. პროექტის ოთხივე ბლოკის მშენებლობა 2022 წლის დეკემბერში სრულდება. ეს კი საკმაოდ მოსახერხებელია ახალი მობინადრეებისთვის, რადგან ამ დროისთვის უკვე სრულად იქნება მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

პროექტის გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებას area.ge და მისი უძრავი ქონების ექსპერტთა გუნდი ხელმძღვანელობს. area.ge მუდმივად ცდილობს ერთგულ მომხმარებელს მხოლოდ მაღალი ხარისხის საცხოვრებელი პროექტები შესთავაზოს და „აპექს ლისიც“ მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო