ანა ნაცვლიშვილი - კობახიძეს შემიძლია შევთავაზო გასეირნება თბილისის ერთ უბანში - შესაძლებლობა ექნება მოიხსნას ვარდისფერი სათვალე და დაინახოს, რა ვითარებაში იბრძვიან მოქალაქეები გადარჩენისთვის

კობახიძეს შემიძლია შევთავაზო გასეირნება თბილისის ერთ რომელიმე უბანში - შესაძლებლობა ექნება მოიხსნას ვარდისფერი სათვალე და დაინახოს, თუ რა ვითარებაში იბრძვიან მოქალაქეები ფიზიკური გადარჩენისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკონომიკური ზრდის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ერთია ციფრები, თუმცა რეალობა ისაა, რომ ადამიანებს მძიმე ვითარებაში უწევთ ცხოვრება.

"არ არის პოპულისტური ეს განცხადება, მართალს ამბობს კობახიძე - ზოგს შეეტყო ეკონომიკური ზრდა და ეს არის "ქართული ოცნება" და მათთან დაახლოებული პირები, რომლებიც ბიუჯეტიდან იპარავენ ძალიან მსუყე თანხებს. რაც შეეხება საზოგადოებას, მას ვერ შეეტყო ვერანაირი ზრდა, რადგან ეს ზრდა რეალობაში არ არსებობს. ციფრები შეგვიძლია დავწეროთ ძალიან მაღალი, მაგრამ ქუჩაში თუ გავალთ და შემიძლია შევთავაზო ირაკლი კობახიძეს ერთად გასეირნება თბილისის თუნდაც ერთ რომელიმე უბანში, ადამიანებთან დალაპარაკება წინასწარ დადგმული სცენარების და აქტივისტების გარეშე და მასაც ექნება შესაძლებლობა, თუ ამის სურვილი აქვს, ვარდისფერი სათვალე მოიხსნას და დაინახოს რეალობა, თუ რა ვითარებაში იბრძვიან მოქალაქეები ფიზიკური გადარჩენისთვის ყოველდღიურად,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობამ 10.6%- იანი ზრდა უზრუნველყო. როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ნიშნულის გაზრდა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნო, თუმცა, ასევე დიდმა ნაწილმა ეს ვერ იგრძნო. კობახიძის განცხადებით, მოქალაქეების დაახლოებით 20% სიღარიბის ზღვარს მიღმაა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო