13 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, აცივდება და მოთოვს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 12-13 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა