ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” არასამთავრობო სექტორს ხვდება

პარლამენტში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” არასამთავრობო სექტორს ხვდება, სადაც სასამართლოების გადაწყვეტილებების შესახებ კვლევას განიხილავენ.

კვლევაში, რომელიც "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ, USAID/PROLoG პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა, სასამართლო სისტემაში არსებული დარღვევები და გადაცდომებია ასახული.

როგორც "ლელოში" განმარტავენ, კვლევის ფარგლებში, საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის შესაფასებლად საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული 100 გადაწყვეტილება იქნა შესწავლილი.

"გამოვლენილია სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემები, დარღვევები და მძიმე გადაცდომები.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა მძიმე სისტემური პრობლემები, რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებას იღებს მთელი სისტემა, მოსამართლეთა ჯგუფი და არა ინდივიდუალურად თითოეული მოსამართლე. არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მოსამართლის გადაწყვეტილებებში ტექსტები არის სრულიად იდენტური. მოსამართლეებს გააზრებული აქვთ საკუთარი სოციალური როლი და არ გაურბიან საკითხზე ფართო კონტექსტში მსჯელობას, როცა ეს მსჯელობა წინააღმდეგობაში არ მოდის ხელისუფლების პოლიტიკასთან. კვლევაში ნათლად ჩანს კონკრეტული მოსამართლეების მიკერძოებულობა, როდესაც საუბარია დაჩქარებული წესით საქმეების განხილვაზე. როგორც წესი, არ არის დასაბუთებული სასჯელის მიზნები და წინაპირობები თითოეულ პირთან მიმართებაში, ინდივიდუალურად.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც 176 გვერდიან დასკვნაში მოხვდა. "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევა დეტალურად მოიცავს სასამართლოში არსებულ ხარვეზებს სხვადასხვა მიმართულებით და ეს დიაპაზონი საკმაოდ ვრცელია,"- აცხადებენ "ლელოში".

კვლევაზე, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, გადაწყვეტილებების შეფასების მეთოდოლოგიის და კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობდა ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო