ბადრი ჯაფარიძე - ახლა დავბრუნდი ბრიუსელიდან და უნდა გითხრათ, რომ საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული მმართველ ძალაზე, რომ ამათგან რაიმე პროევროპული ინიციატივა გამოვა

ახლა დავბრუნდი ბრიუსელიდან და უნდა გითხრათ, რომ საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული მმართველ ძალაზე, რომ ამათგან რაიმე პროევროპული ინიციატივა გამოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" მუდმივად ატყუებს საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და ახლაც, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გადავადებაზე საუბრობს, ამით მხოლოდ თავად დაზიანდება და რაიმე დივიდენდს ვერ მიიღებს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია "ქართულმა ოცნებამ" ისწავლოს, რომ არ შეიძლება მუდმივად მოტყუება საზოგადოების, პარტნიორების. მე ახლა დავბრუნდი ბრიუსელიდან და უნდა გითხრათ, რომ საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული მმართველ ძალაზე, რომ ამათგან რაიმე პროევროპული ინიციატივა გამოვა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა ქვეყანაზე არ ჩაიქნიონ ხელი გამომდინარე "ქართული ოცნების" ქმედებებიდან, მაგრამ ეს განცხადებები კარგად არის აღნუსხული, ყველაფერზე კარგად არის ჩამოყალიბებული კონკრეტული აზრი, რომ შეუძლებელია მუშაობა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც პატივს არ სცემს არც თავის ხელმოწერას, არც თავის სიტყვას. ჩვენ შევთანხმდით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს მიღებული ზუსტად იმ რედაქციით, რითაც იქნა მიღებული პირველი მოსმენით. ახლა რაღაც მანევრებია, რომლის მიზანი სიმართლე გითხრათ გაურკვეველია. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" წარმოადგენს უმრავლესობას ამ პარლამენტში, შესაბამისად, მათ ასეთი მანევრების ტარება შეუძლიათ, მაგრამ ასეთი ნაბიჯები მათ აზიანებთ და ის მცირე ნდობა, რაც იყო მათ მიმართ დარჩენილი, ისიც სრულიად განადგურებულია. "ქართული ოცნება" იმის გარდა, რომ კიდევ მეტად დაზიანდება ამ ნაბიჯების გამო, სხვა დივიდენდს ვერ მიიღებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება 2024 წლის წინაპერიოდში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიზანშეწონილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს