ნონა მამულაშვილი - პროტესტის ტალღა არ არის შეჩერებული და ის უფრო მეტ ძალას და ენერგიას იკრებს - ვხედავთ, როგორი აღშფოთებულია მოსახლეობა იმ პოლიტიკური ჭაობით, რასაც დღეს საქართველოში ხედავს

თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ შესთავაზა მოსახლეობას რაიმე სიახლე, რაიმე პოზიტიური წინსვლა და არ დაასრულა ეს პოლარიზაცია, რომლითაც ბოლო 9 წლის განმავლობაში უკვე გადაღალა მოსახლეობა, „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად ისეთი დუღილი და უკმაყოფილება, როგორიც დღეს არის საზოგადოებაში, სრულდება იმით, რომ მოსახლეობას სჭირდება ახალი არჩევნები, კოალიციური ხელისუფლება და სჭირდება ახალი ეკონომიკური წინსვლა.

„ის, რომ პროტესტის ტალღა არ არის შეჩერებული და ის უფრო და უფრო მეტ ძალას და ენერგიას იკრებს, ამაზე, მე ვფიქრობ, ორი აზრი არ არსებობს. იგივე ჩვენს გარემოცვაში ვხედავთ როგორი აღშფოთებულია ზოგადად მოსახლეობა იმ პოლიტიკური ჭაობით, რასაც დღეს საქართველოში ხედავს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ მხარეს დგას ადამიანი, ყველა ხედავს, რომ ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, დაწყებული პოლიტიკურიდან, დასრულებული ეკონომიკითა და კოვიდპანდემიით, ამიტომ ეს პროცესი რაღაცნაირად უნდა მივიდეს კულმინაციამდე, იმიტომ, რომ მოსახლეობას სჭირდება ცვლილება და ცვლილებას ვერ სთავაზობს „ქართული ოცნება“, ამოწურა მან რესურსი და მხოლოდ მიტაცებით ვერ შეძლებს ის ხელისუფლების შენარჩუნებას. თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ შესთავაზა მოსახლეობას რაიმე სიახლე, რაიმე პოზიტიური წინსვლა და არ დაასრულა ეს პოლარიზაცია, რომლითაც ბოლო 9 წლის განმავლობაში უკვე გადაღალა მოსახლეობა, მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუ გადავხედავთ, ზოგადად როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები, სხვადასხვა ქვეყანაში ამისთანა დუღილი ყოველთვის სრულდება იმით, რომ მოსახლეობას სჭირდება ახალი არჩევნები, სჭირდება ახალი კოალიციური ხელისუფლება და სჭირდება ახალი ეკონომიკური წინსვლა“,- განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა