სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია გრძელდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციას გულისხმობს, გრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, შეხვედრები გაიმართა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სიმონეთში, რის შემდეგაც ადგილობრივებმა COVD 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი, მეორე და ე.წ. ბუსტერ დოზები გაიკეთეს.

სამინისტროს კამპანიის მიზანი, ქვეყნის მასშტაბით, იმუნიზაციის პოპულარიზაცია და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მოსახლეობის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვაა.

ქვემო სიმონეთში იმუნიზაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, მოადგილე მირზა ქოჩიაშვილთან ერთად დაესწრო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში - 200, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზის ჩატარების შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებენ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა