აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივების იმ ნაწილიდან, რომელიც აშშ-შია გაყინული, ნახევარი ავღანეთის ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მეორე ნახევარი კი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახების დასახმარებლად უნდა გამოიყენონ.
პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია „შეეცდება ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო სისტემაში არსებული ავღანური აქტივები, 3.5 მილიარდი აშშ დოლარი, ავღანელი ხალხისა და ავღანეთის მომავლის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული“, თუკი ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელი გახდება. განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ მეორე ნახევარი, 3.5 მილიარდი აშშ დოლარი, აშშ-ში დარჩება და ხელმისაწვდომი გახდება ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებისთვის, რომლებიც გაყინული თანხების გამოყენებით კომპენსაციის მიღებას სასამართლოში ითხოვენ და მათი საჩივრები კვლავ განხილვის პროცესშია.
შეგახსენებთ, 2021 წლის აგვისტოში „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა სასწრაფოდ დააყადაღეს ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები საზღვარგარეთ, საერთო ჯამში დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარი. აქედან 7 მილიარდი დოლარი შეერთებულ შტატებშია.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"