ირაკლი კობახიძე - იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყება, თუმცა რისკი საკმაოდ მაღალია - რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, ყველაფერი გაკეთდება, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული

შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც უკრაინაშია - იმედს ვიტოვებთ, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკი საკმაოდ მაღალია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განუცხადა.

რაც შეეხება იმას, ხომ არ განხორციელდება უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია, კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება მოვლენებს დააკვირდება და დამატებით ზომებს ამის მიხედვით მიიღებს.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც უკრაინაშია. გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე. ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები მაინცდამაინც კარგი არ არის. მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას მოქალაქეებთან დაკავშირებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული. რა ზომების მიღებაც საჭირო იქნება, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით. ყოველდღიურად დავაკვირდებით მოვლენებს და ამ დაკვირვების საფუძველზე დამატებით ზომებს მივიღებთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, საჭიროა თუ არა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა, კობახიძე ამბობს, რომ „ეს არის მთავრობის პრეროგატივა და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ასეთ საკითხებთან დაკავშირებით“.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა