მამუკა მდინარაძე სენაკის საკრებულოზე - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გახარიასთან ერთად მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას გვთავაზობენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია სენაკის საკრებულოში მომხდარის გამართლებას ცდილობს, თუმცა „უარესი საოცრება“ თქვა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და გახარიას პარტიასთან ერთად „მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას სთავაზობენ“.

„სენაკში იმ საოცრების გასამართლებლად, რაც დასაწყისში გააკეთეს უარესი საოცრება თქვეს, პირველი სხდომა გრძელდებოდაო. აქ ერთი იურიდიული ნიუანსია, პირველი სხდომა თუ გრძელდებოდა, მაშინ უფლებამოსილების ცნობას ცნობად მიღება კი არ უნდა, კენჭისყრა სჭირდება, ეს ერთი. მეორე - რა გამოდის, მსოფლიოში ახალი პრაქტიკა მკვიდრდება რომლის თანახმად, კვორუმი საჭირო არ არის და ერთ და ორ ადამიანსაც შეუძლია გააგრძელოს სხდომა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, 11 ადამიანს შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს. ანუ ერთი ადამიანი რომ შეიპაროს საკრებულოში და საკუთარ თავს უთხრას, სხდომას ვაგრძელებო, ესე იგი სხდომა გაგრძელდება, ეს ადამიანი გაიტანს საკითხებს, იმსჯელებს, თავის თავს რაღაცისკენ მოუწოდებს და ა.შ. შემდეგ, როდესაც კენჭისყრა დასჭირდება 10 ადამიანს დაიმატებს და გადაწყვეტილებებსაც მიიღებს - წარმოუდგენელი აბსურდია. კიდევ უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ და ამაზე არ ვიხუმროთ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, სადაც კვორუმს არ აღიარებენ. კონკრეტული ორგანო, გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინ, როდესაც კვორუმი არის. ეს კვორუმი არის კანონით დადგენილი ნახევარზე მეტი. ახლა, რომ ლაპარაკობენ პირველი სხდომა გრძელდებოდა და ა.შ. გრძელდებოდა რა, ფუნთუშის საჭმელად ხომ არ გავიდნენ და შემდეგ დაბრუნდნენ? იმასაც არ შეიძლება ერთი, ორი ან ხუთი ადამიანი ესწრებოდეს. სხდომა რომ უფლებამოსილი იყოს კვორუმი სჭირდება და მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას გვთავაზობენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და გახარიებთან ერთად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სენაკის საკრებულოში რამდენიმე დღის წინ სხდომა გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მონაწილეობა არ მიიღეს. სხდომა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გიორგი გახარია - საქართველოსთვის“ პარტიის წევრებმა ჩაატარეს. თუმცა, როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ის უფლებამოსილი არ იყო. კერძოდ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში კი, მისივე თქმით, 33-ის ნახევარზე მეტი ანუ მინიმუმ 17 წევრი. თუმცა, მდინარაძის თქმით, „წარმოუდგენელი სიგიჟეა 33-დეპუტატიან საკრებულოში სხდომის გახსნა და ჩატარება 16 დეპუტატით მოინდომო“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს