სახელმწიფო დეპარტამენტი - ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას გაიმეორა, რომ თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება ამას მტკიცე, მასშტაბური და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ მოსკოვი აგრესიის გზას გაჰყვება და უკრაინაში შეიჭრება, ამას მტკიცე, მასშტაბური და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვება.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში ახალი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას განიხილავს. სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზა ღია რჩება, თუმცა ეს მოითხოვს მოსკოვისგან სიტუაციის დეესკალაციას და კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში ჩართვას.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, თუკი მოსკოვი აგრესიის გზას გაჰყვება და უკრაინაში შეიჭრება, ამას მტკიცე, მასშტაბური და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვება”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?