"რეფორმების ჯგუფი" პარლამენტს 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით კიდევ ერთხელ მიმართვს

"რეფორმების ჯგუფი" პარლამენტს 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით კიდევ ერთხელ მიმართვს.

პარლამენტს დადგენილების პროექტი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 14 თებერვლის ბიუროს სხდომაზე წარედგინება.

პროექტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ განისაზღვრება 2021 წლის 5 – 6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეში დარღვევა, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებზე და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა, თავდასხმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მედიასაშუალებებზე სავარაუდო კიბერშეტევები და სავარაუდო ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების შესაძლო კავშირი რუსეთის ფედერაციასთან, ასევე ამ ფაქტებთან დაკავშირებული სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების შესაძლო არამართლზომიერი ქმედებები და სამართალდამცავი ორგანოების სავარაუდო უმოქმედობის მიზეზები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო