ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით მცხეთაში შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგიონებში შეხვედრებს მართავს.

პარტიის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა დღეს მცხეთაში გაიმართა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მცხეთის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრ ქალებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე, შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე.

დღესვე, შეხვედრები გორსა და ბორჯომში გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო