Reuters - შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ უკრაინიდან ეუთოს თანამშრომლების გაყვანა დაიწყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკიდან ეუთოს თანამშრომლების გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც მედია წერს, რამდენიმე ჯავშანმანქანამ ეუთოს ლოგოთი და ჩემოდნებით სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინა დატოვეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე ეუთოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მისიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, უკრაინაში ეუთოს 680 დამკვირვებლიდან, 515 ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია ბაზირებული.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში