უკრაინამ ლიეტუვისგან „სტინგერის“ სარაკეტო სისტემები მიიღო

უკრაინამ ლიეტუვისგან „სტინგერის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემები და საბრძოლო მასალა მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი „ტვიტერში“ წერს.

რეზნიკოვი ლიეტუვის მთავრობასა და ხალხს მადლობას უხდის.

„მადლობა ლიეტუვის მთავრობას, ლიეტუველ ხალხს დახმარებისთვის. ვაფასებ ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და ერთმანეთის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას!“- წერს უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

ამასთან, ორმა თვითმფრინავმა უკრაინაში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით 180 ტონა საბრძოლო მასალა ჩაიტანა.

ოლეკსი რეზნიკოვი წერს, რომ უკრაინას აშშ-სგან, საერთო ჯამში, 1 500 ტონამდე საბრძოლო მასალა აქვს მიღებული.

„ჩვენს მეგობრებს არ სძინავთ,“ - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?