ირაკლი ზარქუა - მე თუ მკითხავთ, ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაფერი უფასო უნდა იყოს და ეკონომიკას ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ორივე ხელით მოვაწერდი ხელს, მაგრამ რეალობა სხვაა

მე თუ მკითხავთ, ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაფერი უფასო უნდა იყოს და ეკონომიკას ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ორივე ხელით მოვაწერდი ხელს, მაგრამ რეალობა სხვაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ელექტროენერგიაზე ტარიფი სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე გაიზარდა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სუბსიდირებასთან დაკავშირებით პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო შემთხვევაა.

„მე თუ მკითხავთ, საერთოდ, ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაფერი უფასო უნდა იყოს და ეკონომიკას ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ორივე ხელით მოვაწერდი ამას ხელს და მხარს დავუჭერდი, მაგრამ რეალობა სხვაა და პოპულისტურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ.

ჩვენ ვთქვით, რომ მიუხედავად ტარიფის გაზრდისა, რომელიც სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე დაფიქსირდა, ესაა ინფლაცია, პლუს ზოგადად რესურსებზე გაზრდა, დეფიციტი და ა.შ. მიუხედავად ამისა, პრემიერმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოხდეს სუბსიდირება სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის და ასეთია მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენს მილიონ მოქალაქეს დენი დაუსუბსირდებათ," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო