ჯანდაცვის მინისტრი - პრემიერი ანტივაქსერი არაა და შეუძლებელია რომ იყოს - მას ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაშიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული

რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არაა და შეუძლებელია რომ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული და ის ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას შეეხებოდა, სადაც ის საუბრობს, რომ „ომიკრონის“ უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა „ომიკრონი“, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო.

„პრემიერი ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული. ასევე, იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზევით ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, 100-ლარიანი დანამატი „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არა, ვფიქრობ, რომ არასწორია. „ომიკრონის“ შემთხვევაში, რადგან ეს არის ისეთი შტამი და ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „ომიკრონთან“ დაკავშირებით იცით, რომ „ფაიზერმა“ უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტის თვეში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც „ომიკრონზე“ მუშაობს კონკრეტულად,“- განაცხადა აზარაშვილმა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა