ნიკოლოზ სამხარაძემ ლიეტუველ კოლეგასთან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის ახლად დანიშნულ თავმჯდომარესთან, ლაიმა ანდრიკიენესთან გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოს და ლიეტუვას შორის არსებული ურთიერთობები ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. ისაუბრეს საქართველოს და ლიეტუვას საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

ნიკოლოზ სამხარაძემ ლიეტუველ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის ის პოლიტიკა გააცნო, რომელიც ოკუპაციიდან უკვე ანექსიის პოლიტიკაში გადადის.

შეხვედრისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა პარლამენტის რეფორმების დღის წესრიგზე.

ლიეტუვას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით ვილნიუსში მიიწვია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო