ვლადიმერ ზელენსკი - უკრაინის გარეშე შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების ჩამოყალიბება - მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიპოვოთ გზები

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან ახლოს რუსეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერება ევროპისთვის უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად, თავდაცვის სფეროში. ყოველთვის ვიმეორებდი, რომ უკრაინის გარეშე შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების ჩამოყალიბება. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა და მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიპოვოთ გზები“ , - განაცხადა მან.

შეხვედრის დროს ზელენსკიმ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას გერმანიისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

„დეტალურად განვიხილეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები და გვაქვს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს განვიხილავთ ენერგეტიკულ და ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისთვის უსაფრთხოების კუთხით საფრთხის შემცველ ჭრილში. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ეს გეოპოლიტიკური იარაღია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?