პარლამენტი დღეს ორი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე იმსჯელებს

პარლამენტი 15 იანვრის პლენარულ სხდომაზე ორი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე იმსჯელებს.

15 თებერვლის სხდომის დღის წესრიგში უკვე ასახულია დადგენილების პროექტი “საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარული სხდომის დღის წესრიგს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაც დაემატა.

პირველი დადგენილების პროექტის ავტორია ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“. 5-6 ივლისს მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა კი პოლიტიკურ ჯგუფ “რეფორმების ჯგუფს“ ეკუთვნის.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს