აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსი მყოფ ამერიკელებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო აქტივობის გამო მდგომარეობა არაპროგნოზირებადია.
„უკრაინის საზღვართან შემაშფოთებელი რუსული სამხედრო აქტივობის გაზრდის გამო, აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ბელარუსიში იმყოფებიან, ან განიხილავენ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია და რეგიონში დაძაბულობა გაზრდილია”, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"