ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თანახმად „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს“.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, განცხადების მხოლოდ პირველი ნაწილი გაშუქდა.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, გუშინდელი განცხადებები მე მგონი, კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. ჩვენ იანვარსა და თებერვალში რეინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ანუ დაახლოებით 50%-ში, ვისაც ინფექცია მეორედ დაემართა, ისინი ორჯერადად იყვნენ აცრილები. ამას არავინ მალავს, მაგრამ ვინც „ბუსტერი“ გაიკეთა ამ შემთხვევაში რეინფიცირება ნაკლებია. ამიტომ, ის რაც გუშინ რატომღაც აიტაცა მედიამ და მხოლოდ პირველი ნაწილი იქნა გაშუქებული და არა ის, რაც მერე სწორად ბრძანეს, რომ 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა აუცილებელია, მეტი ადამიანი აიცრას და გაიკეთოს „ბუსტერი“, ეს რატომღაც მერე ნიველირდა“, - აცხადებს გამყრელიძე.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას,რომ ვირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება და აცრა მნიშვნელოვანია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო