შემოსავლების სამსახურის ინიციატივით სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შემოსავლების სამსახურის ინიციატივით სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდეს დეტალური განმარტება და წარუდგინეს პრეზენტაცია საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილე (მოთამაშე) პირების მიმართ, სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის საშემოსავლო გადასახადით, ასევე აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მოგების/საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ახალი წესი და განაკვეთი განისაზღვრა.

,,აღნიშნულის შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში და ის შეეხო - საშემოსავლო და მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესს.

დეკლარაციების განახლებული ელექტრონული ფორმები უკვე ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდზე. ახალი ფორმით დეკლარაციების წარდგენა სავალდებულოა მიმდინარე წლის იანვრის საანგარიშო პერიოდიდან.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, გთხოვთ იხილოთ ბმული:https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=562“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო