პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ და წინასწარი შეცნობით თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის მუქარით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ნ.-მ ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქმედებები.

„ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ო.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ემუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო