ირაკლი კობახიძე - ცესკოს თავმჯდომარემ და წევრებმა, დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ არჩევნების სათანადოდ, სამართლიანად ჩატარება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები სათანადოდ გაართმევენ თავს ფუნქციებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კანდიდატები პროფესიული გამოცდილებით და კეთილსინდისიერების კრიტერიუმის გათვალისწინებით შეარჩიეს.

"აქ ერთადერთ კრიტერიუმი იყო. ეს იყო პროფესიული გამოცდილება და კეთილსინდისიერება. ამ ნიშნით შეირჩა კანდიდატები. აქ არჩევანი დიდი იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, ორ კონკრეტულ კანდიდატზე შევაჩერეთ არჩევანი. ორივე ძალიან კვალიფიციურია და გამოცდილი. დარწმუნებულები ვართ, რომ სათანადოდ გაართმევენ თავს იმ ფუნქციას, რაც ორი უწყების ხელმძღვანელობას უკავშირდება.

ორივე პროფესიონალია. ერთს აქვს ძალიან ფართო აკადემიური გამოცდილება, მეორეს აქვს ძალიან ფართო გამოცდილება სამართალდამცავ სტრუქტურებში, კონკრეტულად ზედამხედველობას უწევდა ინსპექტორის სამსახურს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ძალიან კარგი ხელმძღვანელები იქნებიან.

რაც შეეხება ცესკოს. ცესკოს თავმჯდომარემ და წევრებმა, მათ შორის, ამ ორმა წევრმა, რომელიც ხელახლა ავირჩიეთ დღეს დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ არჩევნების სათანადოდ, სამართლიანად ჩატარება“,- განმარტავს კობახიძე.

ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - ლელა ჯანაშვილი, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კარლო კაციტაძე უხელმძღვანელებს. პლენარულ სხდომაზე მათი არჩევა ხმათა უმრავლესობით, განხილვის გარეშე მოხდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად იქმნება, რომელიც 1-ელი მარტიდან აღარ იარსებებს.

ლელა ჯანაშვილი და კარლო კაციტაძე ახალი სამსახურების ხელმძღვანელის პოსტებზე 6 წლის ვადით არიან არჩეული.

რაც შეეხება ცესკოს, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო