მამუკა მდინარაძე - ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება

ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დასახელებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჯაფარიძეს საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს რუსთავის მოსახლეობა გამოუტანს.

"დავაკვირდეთ, დაუჭერს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მხარს ბადრი ჯაფარიძეს, მე მგონია, რომ დაუჭერს, რადგან ეს ერთი ორგანიზმია და აქედან გამომდინარე მაქვს ეს ვარაუდი. ამ შემთხვევაში, მისი წარმატება ნულის ტოლი იქნება, რადგან ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და თუკი სხვა ოპოზიციური პარტიებიც დააყენებენ კანდიდატს, ნულს ქვევით იქნება მისი წარმატების შანსი. ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება და საბოლოო განაჩენი მათ შორის პოლიტიკური იქნება რუსთავის მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ", - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო