გადაუდებელი სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოს ჩატარების გამო, 16 თებერვალს, თბილისში, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, პეტრე ქავთარაძის და უნივერსიტეტის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუტუზოვის, მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქერჩის და ბორის პაიჭაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების, წყალსადენის, შეშელიძის და სარაჯიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I მიკრორაონების, ომარ ხიზანიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო