გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 1 ფაქტი გამოვლენილია დედაქალაქში, 2 - იმერეთში, 1 - კახეთში, 1 - სამეგრელოში, 1 კი, შიდა ქართლში, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წყალტუბოსა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

„ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს ახმეტის მუნიციპალიტეტშიც, მოქალაქის საკარმიდამო ეზოში. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 19 ერთეული მორი და 1 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელას (მურყანი) სახეობის 80 ერთეული მორი და 0,46 კუბური ფიცარი.

ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი ჰქონდა განთავსებული მოქალაქეს ქარელის მუნიციპალიტეტშიც. სახერხ საამქროში გამოვლენილია ერთი ერთეული სალესი მოწყობილობაც. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსებული იყო 27 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი, 1 ერთეული ნახევრად გადამუშავებული მორი და 0,6 კუბური მეტრი მოცულობის ძელაკი და ფიცარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სოფელ გლდანში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელ ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.

ვინაიდან ექვსივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო