გივი მიქანაძე - რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანის მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება

რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანის მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება - საზოგადოებამ დაინახა, რომ ბადრი ჯაფარიძემ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ეს დანაშაული სასამართლომ დაადგინა, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ რუსთავის შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსების თაობაზე დასმულ კითხვას.

მიქანაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მთლიანად ჩამოშლილია.

„თავისსავე მავთულხლართებში გაებნენ - ჯერ საპარლამენტო მანდატებზე თქვეს უარი და შემდეგ შეეცადნენ პასუხისმგებლობა აქეთ გადმოეტანათ, როცა პასუხისმგებლობა მათ მხარესაა. ჩვენ ორჯერ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც მათ მანდატები არ შევუწყვიტეთ. ამის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მანდატების შეწყვეტის ყოველ მომდევნო საფუძველს შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა. ოპოზიცია შედეგებს თავის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმკის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის გადაწყვეტილებით სადეპუტატო უფლებამოსილება ოპოზიციონერ წევრებს: ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყდათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო