გიორგი ბოტკოველის განცხადებით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზე პარტიაში კონსულტაციები გაიმართება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზე პარტიაში კონსულტაციები გაიმართება.

როგორც ბოტკოველმა ამ კონტექსტში აღნიშნა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ოპოზიციურ ერთობას ალტერნატივა არ გააჩნია.

„ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერის საკითხზე კონსულტაციებს გავმართავთ. ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები არ შეგვიწყვიტავს, იგივე ბათუმთან დაკავშირებით - მათთან ერთად ჩამოვყალიბდით მათე ფუტკარაძის კანდიდატურაზე. გუშინდელმა მოვლენებმა ნათელი გახადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი ბრძოლა. როგორი იქნება ჩვენი პოზიცია რუსთავთან დაკავშირებით, ამაზე ვიმსჯელებთ. ადამიანებმა დაინახეს, რომ ხელისუფლება ხალხის გაღარიბებას და მოტყუებას აგრძელებს. ამ ადამიანებს დავარწმუნებთ, რომ ერთადერთი გამოსავალია, რაც უფრო მეტად შეუმცირდება სადავეები ხელისუფლებას“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისათვის, „ლელოს" გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო