მთავრობის სტრატკომი - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობის გადაზიდვის სექტორში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს და რაიმე სახის ინტერესები გააჩნია, სრული დეზინფორმაციაა

საქართველოს მთავრობის სტრატკომი ეხმაურება ცალკეული მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობის გადაზიდვის სექტორში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს და რაიმე სახის ინტერესები გააჩნია.

მათი შეფასებით, ეს არის სრული დეზინფორმაცია, რომლის გავრცელება წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მცდელობას.

„აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ყალბი ინფორმაცია ცალკეულმა მედიასაშუალებებმა 2020 წლის მაისშიც გაავრცელეს, რასაც პასუხი გაეცა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ეს არის ცრუ და გაურკვეველ ინფორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით შეთითხნილი ბრალდება, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია. პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილს სამსახურებრივი შემხებლობა ჰქონდა ბევრ ადამიანთან, მათ შორის ნახსენებ პიროვნებასთან, აკაკი ჩხენკელთან. აღნიშნული პირი გახლდათ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, 2013 წლის 13 დეკემბრიდან 2014 წლის 8 დეკემბრამდე და თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

აღნიშნული პერიოდის შემდეგ, პრემიერ-მინისტრს მასთან არანაირი სახის ურთიერთობა აღარ აკავშირებს. შესაბამისად, აღნიშნული ვარაუდი, თუ ბრალდება, სრულიად უსაფუძვლოა“, - ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო