გიორგი ვაშაძე - რუსთავში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებდით, თუმცა, კონსულტაციები გვქონდა და შევთანხმდით, რომ დიდი ალბათობით, კანდიდატურას არ დავაყენებთ

ჩვენ ვაპირებდით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა, კონსულტაციების შედეგად შევთანხმდით, რომ დიდი ალბათობით არ დავაყენებთ კანდიდატურას რუსთავში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დასახელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ კონსულტაციები ექნებათ "ლელოსთან".

"ხაზგასმით ვამბობ, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი", რეფორმების ჯგუფი, ჩვენი პარტნიორი პარტიები, "რესპუბლიკური პარტია" ვფიქრობდით რამდენიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით რუსთავში, ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას არჩევნებში, თუმცა, გვქონდა კონსულტაციები დღეს და შევთანხმდით, რომ არ დავაყენებთ კანდიდატურას დიდი ალბათობით, დანარჩენ დეტალებზე, როცა გვექნება "ლელოს" წარმომადგენლებთან საუბარი, ჩამოვყალიბდებით. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება რუსთავში არჩევნები და იმედია, შედეგიც იქნება ხალხისთვის სასარგებლო და კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ხელისუფლების დემონტაჟისკენ. შემთხვევით არ ვამბობ, რომ შესაძლებლობა არის იმის, რომ თუ ახლო მომავალში არა, საშუალო ვადაში მაინც უმრავლესობა დაიშალოს და ახალი უმრავლესობა ჩამოყალიბდეს ამ პარლამენტში,"- განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო