დავით სერგეენკო - „ნაციონალურმა მოძრაობამ" კი არა, გაერთიანებულმა ლაშქარმა რომ დაუჭიროს მხარი ბადრი ჯაფარიძეს, ამომრჩეველი დაინახავს და უპასუხებს, ამ ადამიანს ტრამპლინად სჭირდება თუ რეალურად სურს მხარში დაუდგეს მოსახლეობას

„ნაციონალურმა მოძრაობამ" კი არა, გაერთიანებულმა ლაშქარმა რომ დაუჭიროს მხარი ბადრი ჯაფარიძეს, ამომრჩეველი გრძნობს, ამ ადამიანს ტრამპლინად სჭირდება თუ რეალურად სურს მხარში დაუდგეს, ამას დაინახავენ და უპასუხებენ რუსთაველები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ჯაფარიძე დაამტკიცებს, რომ „პოლიტიკური ტრამპლინი" მისთვის მეორეხარისხოვანია და რუსთავის მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნავს, მოიგებს, მაგრამ ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს, როცა ქალაქზე, ოლქზე ან რაიონზეა საუბარი, ამ მოსახლეობისადმი რაღაც უნდა გაგაჩნდეს, სოლიდარობა, მხარში დგომის სურვილი და ა.შ. და არა მხოლოდ პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა. ამ ადამიანს პირადულად პატივს ვცემ, ჩემი კონკურენტი იყო საბურთალოზე, ახლა რუსთავშია, თუ დაამტკიცებს, რომ რუსთავის მოსახლეობის ინტერესები მისთვის ძალიან ახლოს არის და პოლიტიკური ტრამპლინი მეორეხარისხოვანია, მოიგებს, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამ შესაძლებლობას და ვერ შევაფასებ მის შანსებს. ვინც არ უნდა დაუჭიროს მხარი, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანები ხედავენ ყველაფერს კარგად და ასხვავებენ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი არა გაერთიანებულმა ლაშქარმა რომ დაუჭიროს მხარი, ამომრჩეველი გრძნობს ამას, ამ ადამიანს ტრამპლინად სჭირდება თუ რეალურად მხარში სურს დაუდგეს, დაინახავენ და უპასუხებენ რუსთაველები ამას,"- განაცხადა სერგეენკომ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას