ალეკო ელისაშვილი - ბაღის აღსაზრდელები არ ვართ და კობახიძე ჩვენი დამრიგებელი არ არის, რომ ჭკუას გვარიგებდეს

ასე ნორმალური პოლიტიკოსები არ საუბრობენ, ეს არის პოლიტიკური პროცესების პარტიული ნაჭუჭიდან ყურება - ჩვენ არ ვართ საბავშვო ბაღში, ბაღის აღსაზრდელები არ ვართ და კობახიძე არ არის ჩვენი დამრიგებელი, რომ ასე ჭკუას გვარიგებდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმების შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, კობახიძის განცხადება იყო იმის აღიარება, რომ პოლიტიკურ პროცესებს საკუთარი პარტიული პრიზმიდან უყურებს.

"ეს არის ძალიან ცუდი პოლიტიკური კულტურის გამოვლენა, გულწრფელი აღიარება იმის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, რომ პოლიტიკურ პროცესს სამწუხაროდ, უყურებს საკუთარი პარტიული გადასახედიდან, პრიზმიდან და არა სახელმწიფოებრივი გადასახედიდან. ეს არის გულდასწყვეტი, როცა ასე უყურებ მოვლენებს, რომ როცა "ქართული ოცნებისთვის" კარგ რამეს გააკეთებ, პრობლემა არ გექნება და როცა არ გააკეთებ, მაშინ პრობლემა გექნება და მანდატს გაგიუქმებს,"- განაცხადა ელისშვილმა.

ცნობისათვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების პირობებში მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით განსხვავებული იქნებოდა. მისივე თქმით, სამართლებრივად ყველაფერი გამართულია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო