ლაშა ხუციშვილი - 2021 წელს საგადასახადო შემოსავლებმა 13 მილიარდ 820 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 23,2 პროცენტია

2021 წელს საგადასახადო შემოსავლებმა 13 მილიარდ 820 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 23,2 პროცენტია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა და ჯამში, ზრდამ მილიარდ 226 მილიონი ლარი შეადგინა.

„საბოლოო გეგმა 13 მილიარდ 271 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფაქტიური შესრულების მიხედვით, მობილიზებულმა საგადასახადო შემოსავლებმა 13 მილიარდ 380 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პირველად გეგმასთან შედარებით, მილიარდ 335 მილიონი ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ პანდემიის საპასუხოდ დაწესებული საგადასახადო შეღავათების მაჩვენებელი, 270 მილიონი ლარი იყო. გარდა ამისა, საგადასახადო ზედმეტობის ქვეანგარიშზე აკუმულირებულმა თანხამ 170 მილიონ ლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, 2021 წელს მობილიზებულმა საგადასახადო შემოსავლებმა 13 მილიარდ 820 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23,2 პროცენტია.

„დაგეგმილთან შედარებით, მაღალი გადაჭარბება იყო საგადასახადო შემოსავლების ყველა სახეში, თუმცა შევჩერდები გადასახადების იმ კატეგორიებზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას. დღგ-ის გეგმური მაჩვენებელი 5 მილიარდ 367 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ფაქტიურად მობილიზებულ იქნა 650 მილიონი ლარით მეტი, 6 მილიარდ 30 მილიონი ლარი. საშემოსავლო გადასახადში ფაქტიურმა მაჩვენებელმა 3 მილიარდ 776 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო დაწესებული შეღავათის ეფექტის ჩათვლით, 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. პირველად გეგმასთან შედარებით, გადაჭარბება თითქმის 200 მილიონი ლარი იყო, რაც პირდაპირ ნიშნავს პროგნოზირებულთან შედარებით უფრო მაღალ დასაქმებასა და შესაბამისად, კერძო სექტორის მიერ მეტი ანაზღაურების გაცემას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა