თავდაცვის მინისტრი - გვქონდა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, შევხვდი ჩვენს კოლეგებს აშშ-დან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან - მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მკაცრი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი

შევხვდი ჩვენს კოლეგებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან. რა თქმა უნდა, მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მკაცრი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ქვეყნის მთლიანობაა და ამისათვის ნატო ერთადერთი გზაა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. ასევე, მქონდა საშუალება, რომ გაგვეცვალა მოსაზრებები, ჩვენი შეხედულებები და ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიგვეღო. შევხვდი ჩვენს კოლეგებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან. რა თქმა უნდა, მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მკაცრი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ჩვენ სხვა გზას ამ ამოცანის მიღწევისთვის ვერ ვხედავთ და ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითაც შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ და ხაზი გავუსვით ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ჩვენ ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რაც შეიძლება საქართველოს ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეს. ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ ჩვენ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!