ირაკლი შოთაძე - ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე და არცერთი საქმე არ მთავრდება დაზარალებულების ინფორმირებისა და მათთან კონსულტაციის გარეშე

პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიზანი დაზარალებულების კმაყოფილების ზრდაა. ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე და არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ მთავრდება დაზარალებულების ინფორმირებისა და მათთან კონსულტაციის გარეშე. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რიგი გამოწვევების დასაძლევად საჭირო კონკრეტული მიზნები და გეგმები გაწერილია პროკურატურის ახალ, 6- წლიან სტრატეგიაში, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

ირაკლი შოთაძის თქმით, ასევე იგეგმება დაზარალებულებთან და განმცხადებლებთან პროკურორებისა და პროკურატურის მენეჯერების კომუნიკაციის ეფექტიანობის გაუმჯობესება.

„ამ მიმართულებით დაინერგება ფორმატი, რომლის ფარგლებშიც დაზარალებულებს, განმცხადებლებს ექნებათ შესაძლებლობა პროკურორებთან და მენეჯერებთან, როგორც უშუალოდ ისე ონლაინ შეხვედრების გამართვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ამ ფორმატის ფარგლებში შეხვედრების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში იქნება უშუალოდ ჩემთანაც“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო