მიხეილ დაუშვილი - ხომ არ ჯობს ჩვენი ინიციატივა გაიზიაროთ და სოციალური დახმარების ინდექსაცია მოხდეს, ვიდრე მოქალაქეების მოტყუება, თითქოს დასაქმების პრობლემას სახელმწიფო წყვეტს, თან გაუგებარი ეკონომიკური პოლიტიკით

ხომ არ ჯობს ჩვენი ინიციატივა გაიზიაროთ და სოციალური დახმარების ინდექსაცია მოხდეს, ვიდრე მოქალაქეების მოტყუება, თითქოს დასაქმების პრობლემას სახელმწიფო წყვეტს, თან გაუგებარი ეკონომიკური პოლიტიკით, - ამ კითხვით პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მიმართა.

„პრემიერის ინიციატივა - 50/100 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქის დასაქმებასთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ უფრო მეტი დეტალი რომ გვითხრათ. ასევე, რომ გვითხრათ შინაარსი, როდესაც გვეუბნებით, რომ სახელმწიფო შექმნის ამ სამუშაო ადგილებს, თქვენი მესიჯი რა არის ეკონომიკისთვის და კერძო სექტორისთვის? კერძო სექტორისგან მოლოდინი არ გაქვთ, რომ შექმნის სამუშაო ადგილებს, სახელმწიფომ თავისი პოლიტიკა შეცვალა და სახელმწიფო დასაქმების ადგილების შექმნაზე გადავიდა? რა ხელფასმაც გაიჟღერა, რეალურად ეს სამუშაო ადგილების შექმნა კი არ არის, სინამდვილეში სოციალური დახმარებაა - 300- ლარიანი სამუშაო ადგილის შექმნა სამუშაო არ არის.

ხომ არ ჯობს ჩვენი ინიციატივა გაგეზიარებინათ და სოციალური დახმარების ინდექსაცია მომხდარიყო, ეს უფრო სწორი გამოსავალი ხომ არ იქნებოდა, ვიდრე მოქალაქეების მოტყუება თითქოს დასაქმების პრობლემას სახელმწიფო წყვეტს, თან გაუგებარი ეკონომიკური პოლიტიკით,“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისი თქმით, ასევე ბუნდოვანია პრემიერის ინიციატივა, რომელიც სამშენებლო კომპანიებს ეხება.

„თუ შეიძლება უფრო მეტი დეტალი გვითხრათ პრემიერის ინიციატივაზე, რომელიც სამშენებლო კომპანიებს ეხება. როგორ იმუშავებს ეს სქემა, საკმაოდ ბუნდოვნად ჩანდა ინიციატივა და რაც გავიგეთ ის იყო, რომ სახელმწიფო გარანტიებს გასცემს და რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რამდენად დასაშვებია სახელმწიფო ვალის პოლიტიკის კუთხით და რამდენად შესაბამისობაშია თავისუფალი კონკურენტულ ბაზრის საფუძვლებთან,“ -განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ბენზინის ფასის ზრდასთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივასაც შეეხო და დაინტერესდა თუ აღმოჩნდა, რომ საბაზრო პირობები კი არ განაპირობებს ფასების ზრდას, არამედ ეს ბუნებრივი პროცესია, რა იქნება ფინანსთა მინისტრის პოზიცია.

„ჩვენ ინიციატივა გვაქვს, რომ ბენზინის ფასებთან დაკავშირებით მოკვლევა ჩატარდეს და თუ აღმოჩნდება, რომ საბაზრო პირობები კი არ განაპირობებს ფასების ზრდას, არამედ ეს ბუნებრივი პროცესი არის, მაშინ რა იქნება თქვენი პოზიცია, რომ ფიქსირებადი ან ცვლადი აქციზის მოდელზე გადავიდეთ იმისათვის, რომ მოქალაქეებს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ,“ - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ის ასევე დაინტერესდა, სად შეიძლება დეპუტატებმა მთავრობის ათწლიანი გეგმა მოიძიონ, რომელიც პრემიერის ინიციატივით გასული წლის მაქსიმუმ პირველ კვარტალში უნდა გამოქვეყნებულიყო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო