დავით სონღულაშვილი - ელექტრონული კომერციის სფეროს რეფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა „რეფორმეტრის" მიერ გამართულ საჯარო და კერძო სექტორების დიალოგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ელექტრონული კომერციის რეფორმას მიეძღვნა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ელექტრონული კომერციის ინდუსტრია სწრაფად ხდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საერთაშორისო ვაჭრობაში. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, აღნიშნული სექტორი საქართველოში ფრაგმენტირებულია და ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა.

მათივე ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა სწორედ ელექტრონული კომერციის სფეროს რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„ჩვენი, როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უმთავრეს მიზანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დღეს ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე პრიორიტეტს საკანონმდებლო დონეზე ბიზნესის პოსტკრიზისული აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

შესაბამისად, ვფიქრობ, ელექტრონული კომერციის რეფორმა საშუალებას მოგვცემს დამატებითი სტიმულები შევქმნათ ეკონომიკური განვითარებისთვის. მით უფრო, როცა ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის სწრაფი ინტეგრირება საერთაშორისო ვაჭრობაში, სწრაფად ვითარდება და ამ პროცესში საქართველოს ჩართვა და გაძლიერება მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაპირობა იქნება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს ხელს შეუწყობს საგარეო ვაჭრობის გაფართოებას, შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.

მოგეხსენებათ, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენა საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა წინა წელს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებლობები ბევრად მეტია. განსაკუთრებით ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბევრად უფრო სწრაფად მოხდეს ვაჭრობის ზრდა. ამ რეფორმის განხორციელება ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს დასავლური სტანდარტის შემოტანას, რაც უფრო მეტად აჩენს მომხმარებლის ნდობას, ნდობა კი თავისთავად იწვევს სექტორის გააქტიურებას და იმ სივრცის უფრო ფართოდ ათვისებას.

საკითხის ასეთ ფორმატში განხილვა კი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორის, როგორ უნდა განვითარდეს ელკომერცია საქართველოში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას",- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მან ასევე გამოთქვა პარლამენტის და კერძოდ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მზადყოფნა აქტიურად ჩაერთოს რეფორმის პროცესში. ეს იქნება საკანონმდებლო მიმართულებით თუ საჯარო და კერძო სექტორებს შორის მედიაციის თვალსაზრისით. შეხვედრა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის და USAID -ის მხარდაჭერით გაიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა