ირაკლი კობახიძე - საქმე ეხება გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირს, რასაც შესაძლოა, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი - წარმოვიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი

საქმე ეხება გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირს, რასაც შესაძლოა, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი -წარმოვიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, „უხერხულობაში“, რომელიც გახარიასთან მიმართებაში ახსენა, „რა თქმა უნდა, პირადზე არ არის საუბარი“.

„საქმე ეხება კავშირს გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის. აქ არის გარკვეული ნიუანსები, გარკვეული დეტალები, რასაც შესაძლოა, მოგვიანებით ნათელი მოეფინოს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი, დავასახელოთ ეს დეტალები და საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი - მაგალითად, როგორ, როდის, რისთვის იღებდა. პირობითად ვამბობ, დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ - წარმოვიდგინოთ, რომ ამ დაფინანსების დეტალები ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან საინტერესო საზოგადოებისთვის, შესაძლოა, მოგვიანებით გავუზიაროთ საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია პარტიაში მხოლოდ მას არ აქვს.

„მხოლოდ მე არ ვიცი, არიან კონკრეტული პირები, რომლებსაც აქვთ ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ვიწრო წრეზეა საუბარი. ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია და მოგვიანებით, მთელი საზოგადოებისთვის გავასაჯაროებთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა