ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ გამოიყურება ძალიან სუსტად, ძლიერი ძალა არ იქცევა ისე, როგორც ისინი იქცევიან, ძლიერ ძალას არ ეშინია ოპონენტების - მათ ცილისწამებაზე ჩემი პასუხი იქნება სრული იგნორირება

2 აპრილის არჩევნები ქვეყანაში პოზიტიური, დადებითი ცვლილებების დაწყების კატალიზატორი უნდა გახდეს, ეს იქნება სწორედ პასუხი თვითნებობაზე, უკანონობაზე, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვაზე, ეს იქნება სწორი პასუხი, არჩევნებში საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი უსამართლობას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ რუსთავში გასამართ 2 აპრილის, შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების მიერ წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე მისი პასუხი პოზიტიური დღის წესრიგი და რუსთაველებთან ურთიერთობა იქნება.

„რუსთავის არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ყველამ ერთად ვაჩვენოთ, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია ცვლილებების დაწყება. ამ თვალსაზრისით რუსთავმა უნდა ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და დარწმუნებული ვარ, ითამაშებს.

ხელისუფლების განცხადებებით ჩვენ არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, იქნება სრული იგნორირება ხელისუფლების მხრიდან ცილისმწამებლური კამპანიის, ჩემი პასუხი იქნება მშვიდი. ამ კამპანიის ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გააღიზიანოს, ჩაგითრიოს დაპირისპირებულ ბრძოლაში, მე არ ვაპირებ ამაში ჩართვას, მე ვაპირებ, მქონდეს ურთიერთობა რუსთაველებთან, გარდაბნელებთან, მათ ავუხსნა, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები და განსაკუთრებით ღირებული და რატომ იქნება მნიშვნელოვანი, რომ მე წარმოვადგენდე მათ ინტერესებს პარლამენტში, ეს იქნება ჩემი კამპანიის ძირითადი ხაზი.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ცილისმწამებლურ კამპანიაზე პასუხს, ამ კამპანიაზე პასუხი იქნება მხოლოდ და მხოლოდ დადებითი დღის წესრიგი და ურთიერთობა რუსთაველებთან. ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ ჩვენ საქმეს. ის ბრძოლა, რომელშიც მე ჩავები, არის ის პასუხი, რომელიც მინდოდა გამეცა იმ მხარდამჭერებისთვის, რომლებმაც მართლაც ემოციურად გამოხატეს ჩემი მხარდაჭერა უსამართლო და თავნებური გადაწყვეტილების შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მე არ გადავუხვევ ამ გზას, ჩემი პასუხი იქნება მშვიდი, გაერთიანებისკენ მიმართული ინიციატივებით. უსამართლობას და თავნებობას გავცე პასუხი ერთიანობით და დადებითი დღის წესრიგით, ოპტიმიზმით და რწმენით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალიან სუსტად გამოიყურება, რადგან მათი ქცევიდან ჩანს, რომ მათ ეშინიათ ოპონენტების.

„მე არ მიმაჩნია, რომ ოპოზიცია სუსტად გამოიყურება, მე მგონია, რომ „ქართული ოცნება“ გამოიყურება ძალიან სუსტად. ის, რომ დღეს მათ აქვთ ადმინისტრაციული რესურსები, ეს აბსოლუტურად არ მიმანიშნებს იმაზე, რომ ისინი ძლიერად გამოიყურებიან. ძლიერი ძალა ისე არ იქცევა, როგორც ისინი იქცევიან. ძლიერ ძალას არ ეშინია ოპონენტებისა. მე ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი რესურსი. მთავარია, ჩვენ შევძლოთ, ნიჰილიზმი გადავლახოთ ამომრჩევლებში, საზოგადოებაში, უიმედობა დავამარცხოთ, ეს არის მთავარი ამოცანა.

რაც შეეხება იმას, ყველა ოპოზიციონერი გამოვა თუ არა პარლამენტიდან, მე ვფიქრობ, რომ ამ წუთას ასეთი მზაობა არ არსებობს. ეს არარეალისტურად ჩანს, შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ მოცემულობიდან.

ასეთი ნაბიჯებით, რომელიც ჩემს მიმართ გადაიდგა და შემდგომი ლანძღვა-გინების კამპანიით, რომელსაც ვისმენთ ორი დღეა, ეს აზიანებს მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს. ეს ლანძღვა-გინება ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, შეუძლიათ გააგრძელონ, ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ გზას. არ ვუპასუხებთ ზიზღს ზიზღით, გამორიცხულია.

ძლიერი ოპონენტი ამათ არ სურთ, მათ აშინებთ ძლიერი ოპონენტი, მათ სურთ დაასუსტონ ოპოზიცია პარლამენტში. მათი ამოცანაა, როგორმე იქნებ გახლიჩონ ოპოზიცია მუდმივი ერთმანეთზე იარლიყების მიწებებით, მეორეს მხრივ აჩვენონ ვითომ და ძალა და ჩემთვის ეს არის სისუსტის გამოვლინება, რაც მათ გააკეთეს გუშინ წინ. ის, რომ უსამართლოდ და უსინდისოდ მიიღებ ამ გადაწყვეტილებას, ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ ისინი ძალიან სუსტად გრძნობენ თავს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ