გიორგი კალანდარიშვილი - რუსთავის და ბათუმის შუალედური არჩევნებისთვის გარკვეული სიახლეები იქნება, რომელიც ორიენტირებულია  სხვადასხვა პროცესის და სერვისის გაუმჯობესებაზე

პოლიტიკური გაერთიანებების არჩევანია, ჩახსნიან თუ არ ჩახსნიან სიას - ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ და აღვასრულებთ მას, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტის მიერ მეორე ვადით არჩეულმა გიორგი კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ოპოზიციის მიერ ჩახსნილ სიებზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, პრობლემად მიაჩნია თუ არა ის ფაქტი, რომ ბარიერგადალახულ და პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს ანულირებული აქვთ პროპორციული სია, კალანდარიშვილი განმარტავს, რომ კარგი იქნება, თუ პოლიტიკური გაერთიანებები სიებს არ ჩახსნიან და პრობლემის წინაშე არ დადგებიან.

„საკანონმდებლო რეგულაციებიდან უნდა გამოვიდე, სხვა შემთხვევაში ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია. მათი არჩევანია ჩახსნან, თუ არ ჩახსნან. ცხადია, კარგი იქნება, თუ არ ჩახსნიან სიას. ყველა მომდევნო კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, სხვა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტილი კანდიდატის შემთხვევაში, მისი ადგილი დაიკავოს. ეს რა თქმა უნდა, სწორია. პოლიტიკური გაერთიანებების არჩევანია, მოგვმართონ ჩვენ ჩახსნა - არ ჩახსნის თაობაზე, რაც 2 წლის წინ განხორციელდა. ჩვენ სხვადასხვა წლებშიც გვახსოვს სიების ჩახსნის შემთხვევა სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან. სულ რომ ცესკოს თავმჯდომარემ უარი თქვას პარტიის მომართვაზე, რომ არ ჩაგიხსნი სიას, დღეს არსებული კანონიდან გამომდინარე, მომართვიდან 3 დღეში ავტომატურად ითვლება სია ჩახსნილად.

თუ საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პოლიტიკური გაერთიანებები შეთანხმდებიან გარკვეულ გამოსავალსა, თუ გადაწყვეტაზე, ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ და აღვასრულებთ მას. ეს არის ჩვენი როლი. კარგი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილიყო ჩახსნილი და პოლიტიკური გაერთიანებები არ იყვნენ ამ პრობლემის წინაშე“,- განმარტავს კალანდარიშვილი.

მან შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს სამზადისზეც ისაუბრა. როგორც კალანდარიშვილი განმარტავს, გარკვეული სიახლეები იქნება, რომელიც ორიენტირებული იქნება სხვადახვა პროცესის და სერვისის გაუმჯობესებაზე.

„მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც ვახორციელებთ. აქ არის ძალიან ბევრი მასშტაბური საქმიანობა. ამ შემთხვევაში გვაქვს რუსთავი-გარდაბნის ნაწილში პარლამენტის შუალედური არჩევნები, ბათუმში საკრებულოს შუალედური არჩევნები. სამუშაოს მასშტაბი ფაქტობრივად იდენტურია. ჩვენ გასული არჩევნების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც გარკვეული სიახლეები გვექნება, რომელიც ორიენტირებული იქნება სხვადასხვა პროცესების და სერვისების გაუმჯობესებაზე. ასევე იქნება შესაბამისი საგანმანათლებლო სწავლება ქვემდგომი კომისიებისთვის, რათა მათ კომპეტენცია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის პოლიტიკური გაერთიანებებისთვის. არაერთი გადაწყვეტილება მივიღეთ კონკრეტულად ამ არჩევნებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის გარკვეული პროცედურების გამარტივებას. ასევე, მოვაწესრიგეთ შესაბამისი სამართლებრივი სივრცე და არამხოლოდ სამართლებრივი, რეალურად ფიზიკურად დავიწყეთ იმპლემენტაცია, რომელიც უკავშირდება სანიტარულ-ჰიგიენური წესების, ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის განსაზღვრას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ კენჭისყრის დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში ჩართული მხარეებისთვის და ამომრჩევლებისთვის უზრუნველვყოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო“, - აღნიშნავს კალანდარიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა