გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლის და „საარჩევნო კოდექსში“ არსებულ 2/3-იან კვორუმის გაუქმების საკითხზე გუნდში არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა

“ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლის და „საარჩევნო კოდექსში“ არსებულ 2/3-იან კვორუმის გაუქმების საკითხზე გუნდში არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა.

ამასთან, კითხვაზე, სამომავლოდ რამდენად მოსალოდნელია ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ისეთი კანდიდატურის შერჩევა, რომელიც მრავალპარტიული, 100 ხმიანი კვორუმით შეიძლება იყოს არჩეული, მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს წინაშე არსებულ გამოწვევებს კარგად პასუხობს.

„სამწუხაროდ, ოპოზიციაში პარლამენტის წევრების ის რაოდენობა არ აღმოჩნდა, რომლებიც პარტიულ ინტერესებს გადააბიჯებდნენ და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს გიორგი კალანდარიშვილს დაუჭერდნენ. მის მიმართ პრაქტიკულად არანაირი შენიშვნა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ცესკოში მუშაობდა. მის წინააღმდეგ სწორედ ასეთი უსუსური არგუმენტი არსებობს. კარგი იქნებოდა ცესკოს თავმჯდომარე ხმების 2/3-ით არჩეულიყო, მაგრამ თუ ეს არ ხდება, მოგვიწევს იმ რეალობას მივყვეთ, რა რეალობაც არსებობს", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში ცესკოს თავმჯდომარის ხანგრძლივი ვადით არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუციის განვითარებას, სტაბილურ მდგრადობას და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს. აღნიშნულ კონტექსტში მან გაიზიარა მმართველი გუნდის პოზიცია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა გადაიხედოს და ამოქმედდეს ნორმები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ცესკოს თავმჯდომარის 5 წლის ვადით არჩევას. კალანდარიშვილის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შემოღებული მექანიზმი, კერძოდ, თავმჯდომარის 6 თვით არჩევის კომპონენტი გარდამავალი პერიოდისთვის დროებითი ზომა იყო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო