ხატია დეკანოიძე - ახლა, რაც შეგვიძლია უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვაა, იმის ჩვენება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ გამოხატავენ ხელისუფლების აზრს

ახლა, რაც შეგვიძლია უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვაა, მათ შორის, უკრაინელი ხალხისთვის იმის ჩვენება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ გამოხატავენ ხელისუფლების აზრს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკნაოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა, უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.

„უკრაინას ახლა, ძალიან მძიმე მოცემულობა აქვს, როდესაც დღედღეზე შესაძლებელია დაიწყოს რუსული სამხედრო აგრესია, რომელსაც ექნება განმეორებითი სახე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს საქართველოსთვისაა, არის ის, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში საქართველოც იყოს მოწინავე. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში ეს ასე არ ხდება, საქართველო არ აწარმოებს კონსულტაციებს „სამთა კავშირში“ შესაერთებლად. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებისა და პარლამენტის რეზოლუცია,რომელიც უმრავლესობამ მიიღო, სამარცხვინო იყო. ამიტომ, ჩვენ, ახლა, რაც შეგვიძლია სოლიდარობის გამოხატვაა, მათ შორის, უკრაინელი ხალხისთვის იმის ჩვენება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ გამოხატავენ ხელისუფლების აზრს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო