გიორგი კანდელაკი - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერი არამხოლოდ კიევში უნდა იყოს, ერთობლივად უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინასთან ერთად

მთავრობა ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ახლა დუმილი არის პრაგმატულად რაც გვჭირდება და თითქოს, დუმილი აგვარიდებს შარს, - აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კანდელაკი განმარტავს, ახლა დუმილით საქართველოს მთავრობა ხელს იღებს და უარს ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის პერსპექტივაზე.

"რა ვუყოთ მაგალითად, აფხაზეთში ჩვენი დევნილებისთვის წართმეულ სახლებს, უძრავი ქონების საკითხს. ამ საკითხზეც ხელს იღებს მთავრობა დუმილით, აქ საუბარი უკრაინის საკითხზე აქტიურობაზე კი არ არის, აქ საუბარია ჩვენი, საქართველოს დეოკუპაციის საკითხზე აქტიურობაზე, საუბარია იმაზე, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი არამხოლოდ კიევში უნდა იყოს, ერთობლივად უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინასთან ერთად. რისთვის? იმისთვის, რომ ჩვენი საკითხი, ჩვენი დეოკუპაციის საკითხი წინ წამოწეული იყოს, რადგან ჩვენ თუ ჩვენი საკითხი არ წამოვწიეთ, სხვა ჩვენ მაგივრად ხომ არ წამოწევს? თუ ჩვენ არ წამოვწიეთ, ესე იგი მოხსნილია საკითხი, ესე იგი საქართველო ოკუპაციას შეგუებულია და იმას, რომ დევნილები საკუთარ სახლებში ვერ დაბრუნდებიან.

პოლონეთ-ბრიტანეთ-უკრაინის კავშირი კიდევე ერთი შესაძლებლობაა, ჩვენი საკითხები წამოვწიოთ წინ და ამაში არმონაწილეობაც არის საქართველოს მთავრობის სურვილი“, - განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო