ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, სასამართლო პროცესი სამშაბათს გაიმართება, მანამდე კი იურიდიულ პროცედურებს გაივლიან.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დღეს ბათუმში სამართალდამცავები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ოპოზიციის წევრები მშვიდობიან აქციას მართავდნენ და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეკითხვებით მივიდნენ.

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამას, დავით რიჟვაძეს უფლებამოსილება ამ დრომდე არ შეჩერებია, რომელიც შვილთან ერთად მხილებულია შანტაჟში. არჩევნებამდე ირაკლი კობახიძემ ბრძანება გასცა, რომ უმრავლესობა ექნებოდათ, - მივიღეთ, ის რომ ზეწოლის შედეგად ჩვენი კოლეგა ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. კობახიძესთან შეკითხვებით მივედით, პასუხის ნაცვლად პოლიცია მოგვიგზავნა, ისინი ფიზიკურად გაგვისწორდნენ. მე პირადად, თავისა და მხარის არეში დაზიანება მივიღე და კლინიკაში ვიმყოფებოდი გამოკვლევებზე. ბათუმის პოლიციის უფროსად ვინმე ირაკლი დგებუაძე დაინიშნა, რომელმაც პირდაპირ დაავალა სამართალდამცავებს, რომ ჩვენზე ფიზიკური ანგარიშსწორება მომხდარიყო”,- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონთან” სამართალდამცავებსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას”შორის გამართულ დაპირისპირებაზე, ადმინისტრაციული წესი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები: ელგუჯა ბაგრატიონი, ბონდო თედორაძე, ლაშა კილაბერია, ბაჩი მექვაბიშვილი, გიორგი ნაგერვაძე და მამუკა ჯევაიში დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა